პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ცაჰკნა: ესტონეთი აქტიურად უჭერს მხარს დემოკრატიულ ძალებს

ცაჰკნა: ესტონეთი აქტიურად უჭერს მხარს დემოკრატიულ ძალებს

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა საქართველოს მე-5 პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან გამართული შეხვედრის შესახებ X-ზე წერს.
"დღეს ტალინში შესანიშნავი შეხვედრა მქონდა სალომე ზურაბიშვილთან. აღვნიშნე, რომ მზარდი შეშფოთებით ვაკვირდებით, როგორ ასუსტებს „ქართული ოცნება“ დემოკრატიას და არღვევს ადამიანის უფლებებს საქართველოში. ესტონეთი აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს დემოკრატიულ ძალებს და მომავალშიც დაგიდგებათ გვერდით", - წერს ცაჰკნა.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.