პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ესტონეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის მოწოდებას ახალი არჩევნების შესახებ – ზურაბიშვილი

ესტონეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის მოწოდებას ახალი არჩევნების შესახებ – ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ბალტიის ქვეყნებში ვიზიტის ფარგლებში ესტონეთში იმყოფება.
როგორც ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, ესტონეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის მოწოდებას ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შესახებ.
„ბალტიის ქვეყნებში ვიზიტი საქართველოს ურყევ მხარდამჭერ ესტონეთში ვიზიტით გრძელდება. ესტონეთი ჩვენ გვერდით დგას ევროპულ გზაზე და მხარს უჭერს ქართველი ხალხის მოწოდებას ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შესახებ“, – წერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.