ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ე.წ. “მეგობარი” აქტი, თავისი შინაარსით მხარს უჭერს საქართველოში “დიპ სტეიტის” აგენტურას და ტრამპის მაგინებლებს

ე.წ. “მეგობარი” აქტი, თავისი შინაარსით მხარს უჭერს საქართველოში “დიპ სტეიტის” აგენტურას და ტრამპის მაგინებლებს

დონალდ ტრამპის გაცხადებული პოლიტიკის ანალოგს აპროტესტებდე საქართველოში და ამავდროულად ტრამპის ფოტოებს აფრიალებდე, ეს მხოლოდ აგენტურას შეუძლია თავისი უფროსების დავალებით, – წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ჭეიშვილი, რომელიც ამერიკის სენატში განსახილველი “მეგობარი აქტის” მხარდამჭერ აქციას ეხმიანება.
მისი განცხადებით, ეწინააღმდეგებოდე რელიგიურ რწმენას, ოჯახურ ღირებულებებს, მხარს უჭერდე “ლგბტ” პროპაგანდას და ამავდროულად, ითხოვდე ამერიკის დღევანდელი პრეზიდენტის მხარდაჭერას, ზუსტად ეს არის ახლანდელი ხავსს მოჭიდებული ოპოზიციის სახე.
“ეს ფოტო არის, ამერიკის სენატში განსახილველად დარეგისტრირებული “მეგობარი” აქტის მხარდამჭერი აქციიდან,თბილისში. დონალდ ტრამპის გაცხადებული პოლიტიკის ანალოგს აპროტესტებდე საქართველოში და ამავდროულად ტრამპის ფოტოებს აფრიალებდე, ეს მხოლოდ აგენტურას შეუძლია თავისი უფროსების დავალებით. ღიად ეწინააღმდეგებოდე რელიგიურ რწმენას, ოჯახურ ღირებულებებს, მხარს უჭერდე “ლგბტ” პროპაგანდას ქვეყანაში და თვალთმაქცურად ითხოვდე, დღევანდელი ამერიკის პრეზიდენტის მხარდაჭერას, ზუსტად ეს არის ახლანდელი ხავსს მოჭიდებული ოპოზიციის სახე ! ეგრეთწოდებული “მეგობარი” აქტი, თავისი შინაარსით მხარს უჭერს საქართველოში “დიპ სტეიტის” აგენტურას და დონალდ ტრამპის მაგინებლებს.” – წერს ირაკლი ჭეიშვილი სოციალურ ქსელში.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.