ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჩხაიძე სააკაშვილის შესახებ CPT-ს დასკვნაზე: ეს არის პენიტენციური დაწესებულების კომპეტენცია

ვივამედის დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ TV პირველთან სატელეფონო საუბარში თქვა, რომ ევროპული საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის (CPT) მიერ სააკაშვილის შესახებ გამოქვეყნებულ დასკვნაში არსებული შენიშვნები პენიტენციური დაწესებულების კომპეტენციაა და კლინიკა ვივამედი პალატაში არსებულ პირობებთან და დაბურულ შუშებთან კავშირში არ არის.
"ეს პრეტენზიები არის პენიტენციური დაწესებულების დადგენილი პირობები. ჩვენი მთავარი ამოცანა არის პაციენტის მკურნალობა. მკურნალობასთან დაკავშირებით, მაგ კომიტეტის დასკვნაში ყველაფერი კარგი წერია". - თქვა ჩხაიძემ.
CPT-მ საქართველოში ვიზიტის შესახებ, დღეს, 18 იანვარს გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც კლინიკა ვივამედის დაცულ პალატებში მყოფი პატიმრების მდგომარეობაა განხილული. მათ შორის არის საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილიც, რომელიც ანონიმურობის დაცვის მიზნით დოკუმენტში "Mr. C"-დ არის მოხსენიებული.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.