“ვივა მედში როგორ უნდა იყოს მჩაგვრელი გარემო, ჩემთვის გაუგებარია” | ჩხაიძე CPT-ს დასკვნაზე

ჩვენთვის მთავარია, რომ სამედიცინო კუთხით, წამების პრევენციის ევროპული კომისიის წევრებს შენიშნა არ გააჩნიათ – ასე ეხმაურება “ვივა მედის” კლინიკური დირექტორი ზურა ჩხაიძე დღეს გამოქვეყნებულ დასკვნას კლინიკა “ვივა მედის” დაცული პალატების შესახებ. დასკვნაში ც არის ნახსენები და აღნიშნულია, რომ „ვივა მედში“ არსებული მჩაგვრელი და დამამცირებელი გარემო არ უწყობს ხელს მისი მდგომარეობის გაუმჯობესებას.
“კლინიკა ვივა მედში როგორ უნდა იყოს მჩაგვრელი გარემო, ჩემთვის გაუგებარია. რაც შეეხება, რომ ხდება ზედამხედველობა პაციენტზე, როგორც სასჯელაღსრულების წარმომადგენელზე, ეს არის პენიტენციური დაწესებულების კომპეტენცია. ჩვენთვის მთავარი არის წამების პრევენციის ევროპული კომისიის წევრების მიერ წარმოდგენილ დასკვნა, სადაც აღნიშნულია, რომ სამედიცინო კუთხით, სამედიცინო მიმართულებით, კვლევების კუთხით, ჩატარებული ადეკვატური მკურნალობის კუთხით, მათ პრაქტიკულად შენიშნა არ გააჩნიათ” ამბობს ჩხაიძე.
იხილეთ ასევე:
· იუსტიციის სამინისტრო ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის დასკვნით კმაყოფილია და მასში მოყვანილ ხარვეზებზე არ საუბრობს