ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჩრდილოეთ მაკედონიაში საპარლამენტო არჩევნები და საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

ჩრდილოეთ მაკედონიაში საპარლამენტო არჩევნები და საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
ჩრდილოეთ მაკედონიის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ოპოზიციის კანდიდატმა, გორდანა სილიანოვსკამ ხმების 40,08% დააგროვა, ხოლო ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, სტევო პენდაროვსკიმ, რომელიც მმართველ „სოციალ-დემოკრატიულ პარტიას“ წარმოადგენს, 19,93% მიიღო.
ჩრდილოეთ მაკედონიაში საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილის 7:00 საათზე გაიხსნა და ხმის მიცემა 19:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.
სახელმწიფო საარჩევნო კომისია 3360 საარჩევნო უბნიდან შედეგების გამოცხადებას საღამოს დაიწყებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.