ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლიეტუვაში, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს გიტანასა ნაუსედა და ინგრიდა შიმონიტე დაუპირისპირდებიან

ლიეტუვის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მოქმედმა პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ამომრჩევლების ყველაზე მეტი ხმა მიიღო, მაგრამ 50%-იან ბარიერს ვერ მიაღწია.
მედიის ინფორმაციით, წინასწარმა შედეგებმა აჩვენა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ნაუსედა ხმების 44.4%–ით ლიდერობს, მეორე ადგილზე კი პრემიერ-მინისტრი ინგრიდა შიმონიტეა, რომელსაც მხარი ამომრჩევლების 19.3%-მა დაუჭირა. შესაბამისად, არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს გიტანას ნაუსედა და ინგრიდა შიმონიტე დაუპირისპირდებიან.
შეგახსენებთ, ლიეტუვაში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური გუშინ ჩატარდა. პრეზიდენტობისთვის 8 კანდიდატი იბრძოდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.