ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლიეტუვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

ლიეტუვაში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურში მოქმედი პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა ლიდერობს, თუმცა ქვეყანაში არჩევნების მეორე ტური იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას dw-ი ავრცელებს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ნაუსედამ ხმათა 44 პროცენტი მიიღო, მისმა კონკურენტმა, პრემიერ-მინისტრმა ინგრიდა შიმონიტემ კი – 19 პროცენტი. ცესკო-ს ცნობით, არჩევნებზე მოსახლეობის აქტიურობა 59.4 პროცენტი იყო.
„დიახ, პირველ ტურში მინდოდა გამარჯვება, მაგრამ, როგორც ჩანს, მეორე რაუნდი იქნება. მზად ვარ, მტკიცედ ვიბრძოლო გამარჯვებისთვის და ვფიქრობ, ამას შევძლებ“, – განაცხადა გიტანას ნაუსედამ.
ლიეტუვის საპრეზიდენტო არჩევნებში რვა კანდიდატი მონაწილეობდა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.