ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჩიტაძის ქუჩაზე, სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების მიერ დანთებული ცეცხლის ჩასაქრობად ქაფი გამოიყენეს

პარლამენტის მიმდებარედ, ჩიტაძის ქუჩაზე, სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების მიერ დანთებული ცეცხლის ჩასაქრობად ქაფი გამოიყენეს.
"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა ცეცხლი ხის ბარიკადებს წაუკიდეს და პროტესტი ამ ფორმით გამოხატეს.
სამართალდამცველები ტერიტორიაზე პერიოდულად ისვრიან ე.წ. წიწაკის სპრეისა და წყლის ჭავლსაც.
მანამდე მათ აქციის მონაწილეების მისამართით გამოიყენეს წყლის ჭავლი და სავარაუდოდ, რეზინის ტყვიებიც. დაშავებულია არა ერთი მოქალაქე. მათ სასწრაფო დახმარების ჯგუფები სამედიცინო დახმარებას უწევენ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.