ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჩიტაძის ქუჩაზე აქციის მონაწილეების მისამართით წყლის ჭავლს და ე.წ. წიწაკის სპრეის იყენებენ

პარლამენტის შიდა ეზოდან ჩიტაძის ქუჩაზე მყოფი მოქალაქეების მისამართით წყლის ჭავლს და ე.წ. წიწაკის სპრეის იყენებენ. მანამდე აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის ჭიშკარზე აბრახუნებდნენ და სწორედ ამის შემდეგ გამოიყენეს მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლი.
აქციაზე ისმის შეძახილები: “არა რუსეთს”; “რუსებო”; “მონებო”.
პროსტესტის მონაწილეებს გახსნილი აქვთ საქართველოს დროშა.
მიუხედავად წყლის ჭავლის გამოყენებისა, შეკრებილები დაშლას არ აპირებენ. პარალელურად, მათი ნაწილი საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შენობასთან განლაგებულ ხის ჯებირზე ხელებს აბრახუნებს.
ამასთან, მოქალაქეები პარლამენტის ეზოში ისვრიან ბოთლებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.