არქივი30 აპრილი, 2024, 19:38
პოლიციამ ჩიტაძის ქუჩაზე აქციის მონაწილეების დაშლა დაიწყო - ადგილზე ვითარება დაძაბულია
პარლამენტის გვერდითა შესასვლელთან, ჩიტაძის ქუჩაზე ვითარება დაძაბულია.
პოლიციამ მომიტინგეების დაშლა დაიწყო.
ადგილი აქვს სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას.
ამავე დროს, პოლიციის თანამშრომლები დემონსტრანტებს აკავებენ, რა დროსაც აქციის სხვა მონაწილეები მათ წინააღმდეგობას უწევენ და ბოთლებს ესვრიან.
"არ შეშინდეთ. დღეს ბოლომდე ვიბრძვით", - თავის მხრივ აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.