ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჩინეთსა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

ჩინეთის საბაჟო ადმინისტრაციის ცნობით, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში ჩინეთსა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 26,7%-ით გაიზარდა და 218,17 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც რეკორდულია.
ჩინეთის საბაჟო სტატისტიკის მიხედვით, იანვარ-ნოემბერში რუსეთში ჩინეთიდან იმპორტი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 50,2%-ით გაიზარდა და 100,33 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო რუსეთმა ჩინეთში 117,84 მილიარდი დოლარის საქონლის ექსპორტი განახორციელა. ზრდამ 11,8% შეადგინა.
2022 წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის მოცულობა 2021 წელთან შედარებით 29,3%-ით გაიზარდა და 190,27 მილიარდი დოლარი შეადგინა.
მანამდე, რუსეთისა და ჩინეთის ლიდერებმა 2024 წლისთვის ორმხრივი ვაჭრობის მოცულობის 200 მილიარდ დოლარამდე გაზრდა დაისახეს მიზნად.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.