ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გერმანიისა და ბრაზილიის ლიდერები ევროკავშირსა და მერკოსურს შორის სავაჭრო შეთანხმებას მხარს უჭერენ

გერმანიისა და ბრაზილიის ლიდერები ევროკავშირსა და მერკოსურს შორის სავაჭრო შეთანხმებას მხარს უჭერენ, - ამის შესახებ ინფორმაციას The Associated Press-ი ავრცელებს.
„ჩვენ მტკიცედ ვართ მონდომებული, რომ შეთანხმების მიღწევა სწრაფად მოხდეს“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა. შოლცმა და ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლუის ინასიო ლულა და სილვამ ბერლინში გამართული შეხვედრის შემდეგ დაადასტურეს, რომ ხუთშაბათს რიო-დე-ჟანეიროში ევროკავშირისა და მერკოსურის წარმომადგენლების ერთობლივი სამიტი გაიმართება.
„სანამ მჯერა, რომ შეთანხმება შესაძლებელია, ამისთვის ვიბრძოლებ, მე არ დავნებდები“, - განაცხადა ლულამ.
ევროკავშირისა და მერკოსურის სავაჭრო შეთანხმება მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს თავისუფალ სავაჭრო ზონას შექმნის, რომელიც 700 მილიონზე მეტ ადამიანს აერთიანებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.