ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„საქსტატი“ - იანვარი-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 9 626.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 14.7 პროცენტით მეტია

„საქსტატის“ (ექსპრეს) მონაცემების თანახმად, 2023 წლის იანვარი-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 19 626.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 14.7 პროცენტით მეტია.
აქედან, ექსპორტი 5 584.3 მლნ. აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 11.1 პროცენტით), ხოლო იმპორტი 14 042.1 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 16.3 პროცენტით).
„საქსტატის“ ცნობითვე, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2023 წლის იანვარ-ნოემბერში 8 457.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.1 პროცენტია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.