ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჩინეთი აშშ-ს დამატებით 34%-იან ტარიფს უწესებს

ჩინეთი აშშ-ს დამატებით 34%-იან ტარიფს უწესებს

ჩინეთმა განაცხადა, რომ 10 აპრილიდან აშშ-ს საპასუხო 34%-იან დამატებით ტარიფს დაუწესებს.
ჩინეთის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, შეერთებული შტატების მიერ ჩინურ იმპორტირებული საქონელზე დაწესებული გადასახადები „არ შეესაბამება საერთაშორისო ვაჭრობის წესებს“. ამიტომ ჩინეთმა შეიტანა სარჩელი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (WTO).
აშშ-ს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ტარიფები აქვს დაწესებული ჩინეთისთვის, საიდანაც, მექსიკის მერე, აშშ-ში ყველაზე მეტი იმპორტირებული საქონელი შედის. ტრამპმა 2 აპრილს გამოაცხადა დამატებით 34%-იანი ტარიფების დაწესებაზე ჩინეთისთვის. მანამდე უკვე დაწესებული იყო 20%-იანი ტარიფი. თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, საერთო ჯამში, 9 აპრილიდან ჩინეთს 54%-იანი ეფექტური ტარიფები განესაზღვრება.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.