არქივი4 აპრილი, 2025, 15:09
ჩინეთი აშშ-ის საპასუხოდ 34%-იან ტარიფს აწესებს - Reuters

ჩინეთის ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ 10 აპრილიდან აშშ-დან იმპორტირებულ ყველა საქონელზე დამატებით ტარიფს 34%-ს დააწესებს. ამის შესახებ Reuters იუწყება.
ჩინეთში ეს გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ შემოღებული ტარიფების საპასუხოდ მიიღეს.
„ამერიკის შეერთებული შტატების [ტარიფების] ეს პრაქტიკა არ შეესაბამება საერთაშორისო ვაჭრობის წესებს, სერიოზულად ძირს უთხრის ჩინეთის ლეგიტიმურ უფლებებსა და ინტერესებს და არის დაშინების ტიპიური ცალმხრივი პრაქტიკა“, - ციტირებს CNN ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს განცხადებას.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.