ჩინეთს დამატებით 50%-იანი ტარიფების დაწესებით ემუქრება

-ის პრეზიდენტი, ჩინეთს დამატებით 50%-იანი ტარიფების დაწესებით ემუქრება.
„გუშინ, ჩინეთმა 34%-იანი საპასუხო ტარიფების დაწესების შესახებ გამოაცხადა, უკვე არსებულ მათ რეკორდულ ტარიფებზე, არამონეტარულ ტარიფებზე, კომპანიების არალეგალურ სუბსიდირებასა და მასიურ სავალუტო მანიპულირებაზე დამატებით. მიუხედავად ჩემი გაფრთხილებისა, რომ ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც -ს წინააღმდეგ საპასუხო ტარიფებს გამოაცხადებს, უფრო მაღალი ტარიფი დაუწესდება, ვიდრე თავდაპირველად დადგენილი“, – წერს დონალდ ტრამპი Truth Social-ზე.
მისი თქმით, თუ ჩინეთი 34%-იან ტარიფებს ხვალამდე, 8 აპრილამდე არ გაიწვევს, მაშინ აშშ დამატებით 50%-იან ტარიფს დააწესებს, რომელიც ძალაში 9 აპრილიდან შევა.
„გარდა ამისა, შეწყდება ჩინეთთან ყველა სახის მოლაპარაკება მათ მიერ მოთხოვნილ შეხვედრებთან დაკავშირებით! სხვა ქვეყნებთან მოლაპარაკებები, რომლებმაც შეხვედრები მოითხოვეს, დაუყოვნებლივ დაიწყება“, – აღნიშნავს აშშ-ის პრეზიდენტი.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”