ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი - ახლო აღმოსავლეთში შექმნილი სიტუაცია ძალიან რთული და მგრძნობიარეა

ახლო აღმოსავლეთში შექმნილი სიტუაცია ძალიან რთული და მგრძნობიარეა, - ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ვანგ ვენბინმა განაცხადა.
„ვიმედოვნებთ, რომ ყველა შესაბამისი მხარე სიმშვიდესა და თავშეკავებას გამოიჩენს, რათა შურისძიების მანკიერი წრე თავიდან ავიცილოთ და რეგიონული დაძაბულობის შემდგომი ესკალაცია არ მოხდეს“, - განაცხადა ვანგ ვენბინმა.
„აშშ-ის სამხედრო ბაზაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა შესახებ ცნობები მივიღეთ. ასევე, ირანმა განაცხადა, რომ თავდასხმასთან მას საერთო არაფერი აქვს და ჩვენ ამას ვითვალისწინებთ“, - აღნიშნა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა.
შეგახსენებთ, 28 იანვარს, ჩრდილო-აღმოსავლეთ იორდანიაში, სირიის საზღვართან, აშშ-ის სამხედრო ბაზაზე დრონით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, 3 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ თავდასხმა ირანის მიერ მხარდაჭერილმა დაჯგუფებებმა განახორციელეს. ირანმა აშშ-ის სამხედრო ბაზაზე განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილეობა უარყო.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.