ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი - ჩინეთი წითელ ზღვაში შექმნილი დაძაბულობის განმუხტვისთვის მუშაობს

ჩინეთი წითელ ზღვაში შექმნილი დაძაბულობის განმუხტვისთვის მუშაობს, - ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ვანგ ვენბინმა განაცხადა.
„ჩინეთი ყველა დაინტერესებულ მხარესთან მჭიდრო კავშირშია და ვითარების განსამუხტად პოზიტიურ ძალისხმევას იჩენს“, - განაცხადა ვანგ ვენბინმა.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა აღნიშნა, რომ წითელი ზღვა მნიშვნელოვან საერთაშორისო სავაჭრო მარშრუტს წარმოადგენს და ბოლოდროინდელი ესკალაციით ჩინეთი შეშფოთებულია.
„ჩინეთი სამოქალაქო გემების შევიწროებისა და მათზე თავდასხმების შეწყვეტას მოითხოვს და ყველა შესაბამის მხარეს მოუწოდებს, რომ რეგიონში ცეცხლის გაღვივებას მოერიდონ და წითელ ზღვაში სავაჭრო მარშრუტის უსაფრთხოება ერთობლივად უზრუნველყონ“, - აღნიშნა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.