ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ჩინეთის ეკონომიკა პირველ კვარტალში მოსალოდნელზე სწრაფად იზრდება“ - BBC

ოფიციალური მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ჩინეთის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 2024 წლის პირველ სამ თვეში 5,3%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, ამან გადააჭარბა მოლოდინს, რომ მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკა პირველ კვარტალში ზრდას 4.6%-მდე შეანელებდა.
სტატისტიკის ეროვნული ბიუროს (NBS) მონაცემებმა ასევე აჩვენა, რომ პირველ კვარტალში საცალო გაყიდვების ზრდა, ჩინეთის მომხმარებელთა ნდობის მთავარი მაჩვენებელი, 3.1%-მდე დაეცა.
ამასთანავე, ქონების ინვესტიციები იმავე პერიოდში 9.5%-ით დაეცა, რაც ხაზს უსვამს ჩინეთის უძრავი ქონების ფირმების წინაშე არსებულ გამოწვევებს.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.