ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თურქეთის ექსპორტმა მეზობელ ქვეყნებში პირველ კვარტალში $5.9 მილიარდს გადააჭარბა - რა ღირებულების ექსპორტი განხორციელდა საქართველოში

თურქეთმა 2024 წლის პირველ კვარტალში მეზობელ ქვეყნებში (ბულგარეთი, სომხეთი, საქართველო, ერაყი, ირანი, სირია და საბერძნეთი) $5 948 129 000 ღირებულების ექსპორტი განახორციელა. მსგავს მონაცემებს სააგენტო Anadolu თურქეთის ვაჭრობის სამინისტროსა და თურქეთის ექსპორტიორთა ასამბლეაზე დაყრდნობით ავრცელებს. მეზობელ ქვეყნებში ექსპორტი 16,7%-ით არის გაზრდილი.
თურქეთის ექსპორტმა იანვარ-მარტში 63,7 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც რესპუბლიკის ისტორიაში საუკეთესო კვარტალური საექსპორტო მაჩვენებელია, ნათქვამია შეტყობინებაში.
მეზობელ ქვეყნებს შორის თურქული პროდუქციის ძირითადი იმპორტიორების სიაში პირველი ადგილი ერაყმა დაიკავა - $2 731 316 000
მეზობელი ქვეყნებისთვის განკუთვნილ თურქეთის საექსპორტო კალათაში ყველაზე დიდი ადგილი მარცვლეულის, პარკოსნების, ზეთოვანი სექტორის პროდუქტებს ეკავა - $828 მლნ, შემდეგია ქიმიკატების სექტორი $802 მლნ, მესამე ადგილია ავეჯი, ქაღალდი და ხე-ტყე - $497 მლნ

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.