ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია - 2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 938 644 ტურისტული ვიზიტი შედგა - ტურისტულმა ვიზიტებმა 2019 წლის მონაცემებს +6.4%-ით გადააჭარბა
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 938,644 ტურისტული ვიზიტი შედგა, 2023 წელთან შედარებით ზრდა +11%-ია, 2019 წლის მონაცემებთან შედარებით კი ზრდა +6.4%-ს შეადგენს.
მათივე ცნობით, იანვარი-მარტის პერიოდში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტებმა 1.3 მილიონიან ნიშნულს მიაღწია, ზრდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +7.6%-ია, რაც 2019 წლის მონაცემის 80.4% აღდგენაა.
„საერთაშორისო მოგზაურებისა და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გამოითვლება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციით შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით და მოიცავს უკვე განხორციელებულ და დასრულებულ ვიზიტებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.