ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჩვენი ქვეყნისთვის მავნებლური იდეა - მიხეილ სარჯველაძე "ლელოს" 9-პუნქტიანი გეგმის შესახებ

"ლელოს" პარლამენტში განსახილველად "საქართველოს დაცვის აქტი", 9-პუნქტიანი გეგმა შეაქვს, რომელიც საქართველოში რუსების შემოსვლას ზღუდავს და საქართველოსა და საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვას უზრუნველყოფს.
როგორც "ლელოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დროა დასრულდეს ქვეყანაში რუსული ინტერესების გატარება და მოვიდეს ეროვნული ხელისუფლება.
"ლელოს" ინიციატივას შეფასებები მოჰყვა მმართველ გუნდში.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მსგავსი სახის ინიციატივები ქვეყნისთვის დამაზიანებელია.
"გახსოვთ, აჟიოტაჟები სანქციებთან დაკავშირებით, გვამუნათებდნენ ხელისუფლებას, გინდათ თუ არა, რუსეთისთვის უნდა დაწესებულიყო სანქციები. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა კარგად ინფორმირებულია, თუ რამხელა პრობლემის მომტანი შეიძლება ყოფილიყო ჩვენი ქვეყნისთვის ასეთი სანქციების დაწესება. ახლა ცდილობენ, რომ ამას სანქციები არ დაარქვან და მარკეტინგულად ისე შეფუთონ იდეა, ჩვენი ქვეყნისთვის მავნებლური იდეა, რომ რაღაც ფორმით იგივე რეზულტატი დაუდგეს ქვეყანას," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.