ჩვენი ქვეყანა არასდროს მდგარა ასე მყარად ევროინტეგრაციის გზაზე –

მილოცვით და კანდიდატის სტატუსზე საუბრით დაიწყო დედაქალაქის მერმა გამოსვლა საკრებულოს სხდომაზე. დღეს საკრებულოს წლიურ ანგარიშს წარუდგენს.
თბილისის მერი ამბობს, რომ პარტია “ქართული ოცნების” დაპირება შესრულებულია და ქვეყანა ევროინტეგრაციის გზაზე ასე მტკიცედ არასდროს მდგარა. გადაწყვეტილება კი იმ რეფორმების დამსახურებაა, რაც მმართველმა გუნდმა შეასრულა.
“ვულოცავ სრულიად საქართველოს. ამ ისტორიული გადაწყვეტილებით ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა გვითხრეს, რომ საქართველო არის ევროპის ნაწილი, რომელიც იმსახურებს ღირსეულ ადგილს დიდ ევროპულ ოჯახში, რომელიც ჯერ კიდევ ჩვენი წინაპრების, საქართველოს მოსახლეობის ხელისუფლების საერთო ძალისხმევის შედეგია. ეს არის იმ რეფორმების დამსახურება, რომელიც მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა გასწია, პარტია “ქართული ოცნების” დაპირება შესრულებულია. ჩვენი ქვეყანა არასდროს მდგარა ასე მყარად ევროინტეგრაციის გზაზე”, – განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, მერის მოსმენის პარალელურად დღეს საკრებულოში ქალაქის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცებაზე იმსჯელებენ, მანამდე კი კალაძემ განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.
“პოლიტიკური სპეკულაციებისა და სატელევიზიო თავდასხმების, საზოგადოების მუდმივი დეზინფორმაციის მიუხედავად, ყველა თვალნათლივ ვხედავთ როგორ ვითარდება ჩვენი ულამაზესი დედაქალაქი. მეგობრებო, რაც გინდა სწორი მენეჯმენტით მართო ქალაქი, განვითარება და წინსვლა არის იქ, სადაც მშვიდობაა. მახსოვს, ერთი წლის წინ, ზუსტად ამ დარბაზში რამდენი შეურაცხმყოფელი განცხადება მოვისმინეთ მხოლოდ იმის გამო, რომ საახალწლო სურვილად და სლოგანად ვაქციეთ მშვიდობა”, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში

დავით ქართველიშვილი: ერთი შეხედვით, აშშ და ისრაელი კვლავაც ერთიან პოზიციაზე რჩებიან მთელ რიგ საკითხებში, თუმცა მოკავშირეობრივი რიტორიკის მიღმა სულ უფრო აშკარად იკვეთება დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკური კალენდრების შეჯახება