კახა კალაძე – მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო დავაკავშიროთ ჩვენი ქვეყანა ევროპულ ოჯახს

ჩვენ მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო დავაკავშიროთ ჩვენი ქვეყანა ევროპულ ოჯახს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა მ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით.
კახა კალაძის თქმით, ის, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა, მართლაც მნიშვნელოვანია.
„ამ ყველაფერში, ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ოპოზიცია არ მონაწილეობდა. მონაწილეობდა, მხოლოდ და მხოლოდ ხელის შეშლით, ფეხის დადებით და მაქსიმალური მცდელობა ჰქონდათ ბრიუსელში სირბილის ჩათვლით, რომ ქვეყანას აღნიშნული სტატუსი როგორმე არ მიეღო, შეეჩერებინათ ეს ყველაფერი. თუმცა, მოისმინეთ, რა განცხადებები გაკეთდა ბოლოს ჩვენი პარტნიორების მხრიდან. რეალურად ყველამ დაინახა, რომ ერთადერთი ძალა იყო „ქართული ოცნება“, ვინც რეალურად ზრუნავდა, რეფორმებს აკეთებდა და რა თქმა უნდა, ეს მომავალშიც გაკეთდება იმიტომ, რომ ეს არ არის დღეს რაღაცა გააკეთო და გაჩერდე. ეს არის პროცესი, რომელსაც, რა თქმა უნდა, მომდევნო წლების განმავლობაშიც სჭირდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა და ჩვენ მზად ვართ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი გავაკეთოთ, კიდევ უფრო დავაკავშიროთ ჩვენი ქვეყანა ევროპულ ოჯახს. პირიქით, არის საქართველოს პირველი გულშემატკივარი. მე არ ვიცი, რამდენი ადამიანი შეიძლება ჩამოითვალოს ორბანის მსგავსი, ვინც ასე გულშემატკივრობს ჩვენს ქვეყანას იმისთვის,რომ საქართველომ სტატუსი მიიღოს და გახდეს იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა ჰქვია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მან უპასუხა შეკითხვას, თუ რატომ არ ესწრება „ქართული ოცნება“ პრეზიდენტ ს მიერ დაგეგმილ ღონისძიებას კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით.
„არ ვიცი, რა ღონისძიებაზე საუბრობთ, არ მაქვს ინფორმაცია“, – განაცხადა კახა კალაძემ და კითხვის საპასუხოდ ასევე აღნიშნა, რომ თავად მიწვეული არ იყო.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა: საქართველოს პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე წინ მიმავალ გზას ხსნის – ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი