ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ჩვენ ჩვენს ევროპელ მეგობრებს დავუმტკიცებთ, რომ საქართველო არის ევროპული ქვეყანა –

“ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა და დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საზოგადოებას კანდიდატის სტატუსის მიღება მიულოცა. მან მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ პროცესში იყო ჩართული.
“მინდა გულწრფელად მივულოცო სრულიად საქართველოს, ყველა იმ ადამიანს, ვისაც უხარია ჩვენი ქვეყნის წარმატება, უხარია წინგადადგმული ნაბიჯები და ევროპასთან დაახლოება. ძალიან რთული გზა გამოვიარეთ. იცით, პირველი გადაწყვეტილება როდესაც იყო მიღებული უკრაინასა და მოლდოვასთან დაკავშირებით, საქართველო და ქართული საზოგადოება დარჩა გულდაწყვეტილი, რადგან იყო არასამართლიანი გადაწყვეტილება ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში მიღებული. თუმცა, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ჩვენ ჩვენს ევროპელ მეგობრებს დავუმტკიცებთ, რომ საქართველო არის ევროპული ქვეყანა, საქართველოს აქვს იმის სურვილი, რომ გახდეს იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა და ევროპული მომავალი ჰქვია. ყველაფერი გაკეთდა ამ რთულ გზაზე. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო აღნიშნული რეფორმების განხორციელებაში, იმ გადასადგმელ ნაბიჯებში, რომელიც აუცილებელი იყო რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით და ეს პროცესი გაგრძელდება,” – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

დათა გვასალია ლევან სანიკიძეს: ცოტა უხერხულია ცოტნე ივანიშვილსა და მის მამაზე საუბარი მაშინ, როცა საკუთარ სახლში პრინციპების გადაფასების ასეთი მასშტაბური კონვეიერი გაქვთ გამართული

ანამარია ქუთათელაძე: საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგია სულ უფრო მეტად ემთხვევა საერთაშორისო მიდგომებს, რომლებიც ახალგაზრდების კეთილდღეობას განიხილავენ, როგორც მდგრადი განვითარების ერთ-ერთ მთავარ საფუძველს