ჩვენი მომლაპარაკებლები (დიპლომატები) ბრიუსელში ძალიან რთულ მდგომარეობაში არიან – ჩეჩელაშვილი

დიპლომატი და “სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევის” ხელმძღვანელი, ვალერი ჩეჩელაშვილი ამბობს, რომ ჩვენი მომლაპარაკებლები (დიპლომატები) ბრიუსელში ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან, რადგან მათ კომპრომისების სივრცე არ აქვთ – “ამ დელაგაციებს აქვთ ძალიან ხისტად ჩამოყალიბებული პოზიცია”

ჩეჩელაშვილი 11 ივნისს გამართული საქართველო- ევროკავშირის დიალოგი “პირველებთან” შეაფასა და განაცხადა, რომ “ოცნება” არაფერს არ აკეთებს უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად.

ჩვენი მთავრობა არაფერს არ აკეთებს საიმისოდ, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან. სხვათაშორის, ძალიან რთულ მდგომარეობაში არიან ჩვენი მომლაპარაკებლები, დიპლომატები, რომლებიც იქ, ბრიუსელში იმყოფებიან, ვინაიდან მოლაპარაკებისთვის აუცილებელია რაღაც მანევრის შესაძლებლობა, კომპრომისების სივრცე , რაც ამ დელეგაციებს არ გააჩნიათ, ვინაიდან აქვთ ძალიან ხისტად ჩამოყალიბებული პოზიცია. ერთადერთი, რაც მაძლევს იმედს, ეს არის ის, რომ ევროკავშირმა ძალიან კარგად იცის და ასხვავებს ევროკავშირის მიმართ ხალხის და მთავრობის დამოკიდებულებას. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ის არგუმენტი,  რომლის საფუძელზე ჩვენ შეიძლება შევინარჩუნოთ უვიზო მიმოსვლა”, – აცხადებს ვალერი ჩეჩელაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ვიზალიბერალიზაციის შესახებ 11 ივნისს ბრიუსელში საქართველოსა და ევროკავშირს შორის დიალოგი გაიმართა. შეხვედრა დაახლოებით ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ევროკავშირის შენობის დატოვების შემდეგ საქართველოს წარმომადგენელმა გიორგი ტაბატაძემ თქვა, რომ მხარეებმა ერთმანეთის პოზიციები მოისმინეს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან

კობახიძე გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე – მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას – ასეთ პირობებში, არაფრით განსხვავდებიან სხვების საქმიანობის სულისკვეთებისგან