დარიალის ხეობაში მყოფი უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც ერთი წელია დაპატიმრებულები არიან, იქ არსებულ მდგომარეობაზე საუბრობენ

დარიალის ხეობაში მყოფი უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც ერთი წელია დაპატიმრებულები არიან, იქ არსებულ მდგომარეობაზე საუბრობენ:
💬 “მე ვარ უკრაინის მოქალაქე და ჩემთან ერთად კიდევ 17 მოქალაქე იმყოფება. ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა, მათ შორის არიან ძალიან მძიმე მდგომარეობაში მყოფები, რომლებსაც სჭირდებათ ყოველდღიური მედიკამენტოზური მკურნალობა, ასეთი წამლები აქ არის… გვაქვს საელჩოსგან გამოგზავნილი საკვები, ჩვენ ვზოგავთ ამ საკვებს იმიტომ, რომ 18 ადამიანი ვიმყოფებით აქ და ვჭამთ დღეში ერთხელ. ახლა ძალიან ცოტა საკვები გვაქვს დარჩენილი, ვერ ვიტყვით, რომ სრულიად გამოცარიელებული ვართ. ერთ-ერთ მოქალაქეს აქვს მწვავე ანთება, მას ინფექცია აქვს, თვალმა დაუწყო ლპობა, აღარ ვიცოდით რა უნდა გაგვეკეთებინა, გამოვიძახეთ სასწრაფო მხოლოდ თვალის წვეთები მისცეს და გვითხრეს, რომ სხვა არაფერი შეეძლოთ, მაგრამ ამან მდგომარეობა ვერ შეამსუბუქა. ამის შემდეგ 2 კვირაში სდიოდა ჩირქი, მას შემდეგ რაც მდგომარეობა იდევ უფრო დამძიმდა, ამ ადამიანმა მხედველობა დაკარგა და ამის შემდეგ სასწრაფო მოვიდა. გადაიყვანეს სადღაც, მაგრამ ისევ უკან დააბრუნეს.” | ამბობს ტვ პირველთან რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, დარიალის ხეობაში, საემიგრაციო ცენტრში დაპატიმრებული ერთ-ერთი უკრაინელი
💬 “არავინ მეხმარებოდა სანამ თვალი არ ამომივარდა, მხოლოდ თვალის ამოვარდნის შემდეგ გადამიყვანეს საავადმყოფოში, მანამდე არავინ არაფერს აკეთებდა.” | ამბობს უკრაინის მოქალაქე, რომელმაც თვალი დაკარგა
💬 “… საკანალიზაციო მილი გადის ჩვენს თავზე, რომელიც წვეთავს. წყალს ბოთლებით ვეზიდებით. დავდგით პლასტმასი, რომ გაივსოს. მე ვიყავი იძულებით გამოძევებული რუსეთის ფედერაციიდან, მე არ ვარ სამხედრო, მე ვარ სამოქალაქო პირი. როდესაც ვიმყოფებოდი საემიგრაციო სამსახურში, ჩემს პასპორტს ვადა გაუვიდა. საქართველოს ხელისუფლებმა მეუბნება, რომ ჩემი გატარება არ შეუძლია და შემასახლეს სარდაფში, ამიღეს თითის ანაბეჭდები. 1 რიცხვში გახდება 12 თვე, რაც აქ ვარ. ამ 1 წლის განმავლობაში ვუკავშირდებოდით უკრაინის ხელისუფლებას, მათ წარმომადგენლებს საქართველოს ტერიტორიაზე ვითხოვეთ დოკუმენტების ვადის გაგრძელება” | ამბობს უკრაინის მოქალაქე
🔴 გუშინ ადვოკატმა დარია სამუდოროვმა სოციალურ ქსელში დაწერა: ” დამიკავშირდნენ უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც 1 წელია უკანონოდ ჰყავთ გამოკეტილი დარიალის საბაჟო-გამშვები პუნქტის სარდაფში. ამჟამად იქ იმყოფება 19 ადამიანი”

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ლორთქიფანიძე – შალვა პაპუაშვილი სუვერენიტეტს მარწყვზე ნამდვილად არ გაცვლის, რადგან უფრო ცხოველი მადა აქვს, გია ვოლსკის ოჯახის წევრებს კი, ნეტავ, გაუწყვიტონ ვიზა, ჩამოიყვანონ ჩუღურეთში, აქ აცხოვრონ და მერე ცოტა დაამუხრუჭებს