ჩვენი ეროვნული ინტერესების დასაცავად, ნებისმიერი ფორმატი უნდა გამოვიყენოთ – ირაკლი კობახიძე ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს სხდომაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობაზე

ეუთო-ს მინისტრთა შეხვედრის მონაწილეთა შორის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიცაა. საგარეო უწყების ცნობით, ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი მონაწილეობას მიიღებს მინისტრთა საბჭოს სესიაში, სადაც სიტყვით მიმართავს მონაწილეებს. გაიმართება მისი შეხვედრა ეუთო-ს გენერალურ მდივანთან, ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის, ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრთან და ოდირის ხელმძღვანელთან.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, ეუთოს ფორმატი და სხვა ფორმატებიც უნდა გამოიყენებოდეს საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად.

“გამომდინარე იქიდან, რომ ნებისმიერი ფორმატი უნდა იყოს გამოყენებული ჩვენი ეროვნული ინტერესების დასაცავად, როცა იქ ჩადიან ბლინკენი და ბორელი და არ ჩადის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მინიმუმ, გაუგებარი იქნება ასეთი რამ. ეუთო არის ის ფორმატი, სადაც განიხილება, პირველ რიგში, უსაფრთხოების საკითხები და მუდმივ რეჟიმში ჩვენი მხრიდან ეს ფორმატი გამოიყენება იმისთვის, რომ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ ჩვენს ეროვნულ საკითხებზე, მათ შორის, ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი, რა თქმა უნდა, არის ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია”, – განაცხადა ირაკლი მ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს, ჩრდილოეთ მაკედონიაში ეუთოს მინისტრთა საბჭოს 30-ე სხდომაში მონაწილეობაზე უარისკენ მოუწოდა ოპოზიციურმა პარტია “ლელომ”.
პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, “ლელოს” წარმომადგენელმა, პოლიტიკოსმა გრიგოლ გეგელიამ, მთავრობას მოუწოდა, მიბაძოს უკრაინის, ლიეტუვის, ლატვიისა და ს გადაწყვეტილებას და ბოიკოტი გამოუცხადოს სხდომას. ამასთან, თქვა, რომ თუ ილია დარჩიაშვილი დაესწრება ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტერიალს, მას ძალიან მკაფიო ანტირუსული გზავნილები უნდა ჰქონდეს, გამოხატოს ბოიკოტი ს წინააღმდეგ, რაც, შეიძლება, სხდომის დატოვებაში გამოიხატოს.
“საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი არ უნდა ესწრებოდეს ისეთ სხდომებს, რომლებსაც ესწრება . ეს ჩვენი ღირსების შეურაცხყოფაა, ეს არის იმ ფაქტის უარყოფა, რომ ისინი არიან გინტურის მკვლელები,”- აცხადებს გეგელია.

ასევე დაგაინტერესებთ