კობახიძე ეუთო-ს სამიტზე: ბლინკენი და ბორელი ესწრებიან, ჩვენგან არდასწრება იქნება არასწორი

ქართული ოცნების თავმჯდომარე ამბობს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი დაესწრება ეუთო-ს სამიტს და მიიჩნევს, რომ “ნებისმიერი ფორმატი უნდა იყოს გამოყენებული ჩვენი ეროვნული ინტერესების დასაცავად”.
ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, რამდენად სწორია საქართველოს პოზიცია, დაესწროს ეუთო-ს სამიტს მაშინ, როდესაც მასში ს საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობს.
კობახიძის აზრით, იმ პირობებში, როდესაც სამიტში მონაწილეობას იღებენ -ის სახელმწიფო მდივანი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, საქართველოს არდასწრება “არასწორი” იქნება.
“ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი შეიძლება, არ ჩადის ამ სამიტზე, მაგრამ ოთხჯერ მეტ ღვინოს ყიდის რუსეთში საქართველოსთან შედარებით. ეს არის სამწუხაროდ ორმაგი სტანდარტი…
რაც შეეხება ეუთო-ს სამიტს, საქართველო არის ბუნებრივია, ეუთო-ს წევრი და გარდა ამისა, ამ სამიტს დაესწრება აშშ-ის სახელმწიფო მდივანი , ასევე, ევროკომისიის საგარეო საქმეთა კომისარი ბატონი ბორელი და ასეთ პირობებში, ჩვენი მხრიდან არდასწრება იქნება არასწორი გამომდინარე იქიდან, რომ ნებისმიერი ფორმატი უნდა იყოს გამოყენებული ჩვენი ეროვნული ინტერესების დასაცავად.
როცა იქ ჩადიან ბლინკენი და ბორელი და არ ჩადის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მინიმუმ გაუგებარი იქნება ასეთი რამ. რა თქმა უნდა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უნდა დაესწროს ამ ღონისძიებას”- თქვა მ.