როცა იქ ჩადიან ბლინკენი და ბორელი და არ ჩადის დარჩიაშვილი, მინიმუმ გაუგებარი იქნება – კობახიძე ეუთოზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის არდასწრება გაუგებარი იქნებოდა.
მისი თქმით, ეუთოში, პირველ რიგში, უსაფრთხოების საკითხები განიხილება და საქართველოს მხრიდან ეს ფორმატი გამოიყენება იმისათვის, რომ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება გამახვილდეს, მათ შორის, ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციაზე.
ასე უპასუხა მ ჟურნალისტის კითხვას იმაზე, თუ რატომ მიდის ოკუპირებული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი იმ შეხვედრაზე, რომელსაც ს საგარეო საქმეთა მინისტრიც დაესწრება, მაშინ, როცა ამის გამო ეუთოს მინისტერიალში მონაწილეობაზე უარი განაცხადა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
„ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი შეიძლება არ ჩადის ამ სამიტზე, მაგრამ საქართველოსთან შედარებით 4-ჯერ მეტ ღვინოს ყიდის რუსეთში. სამწუხაროდ, ეს არის ორმაგი სტანდარტი. ეს ჩვენი საქმე არ არის, მაგრამ როდესაც ჩვენ გვთხოვდნენ სანქციების დაწესებას რუსეთისთვის და თვითონ 4-ჯერ მეტ ღვინოს ყიდიან რუსეთში, ეს არის ორმაგი სტანდარტი კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან.
საქართველო არის ეუთოს წევრი და გარდა ამისა, ამ სამიტს დაესწრება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი , ასევე ევროკომისიის საგარეო საქმეთა კომისარი ბატონი ბორელი, და ასეთ პირობებში ჩვენი არდასწრება იქნება არასწორი. გამომდინარე იქიდან, რომ ნებისმიერი ფორმატი უნდა იქნეს გამოყენებული ჩვენი ეროვნული ინტერესების დასაცავად. როცა იქ ჩადიან ბლინკენი და ბორელი და არ ჩადის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მინიმუმ გაუგებარი იქნება ასეთი რამ. ამიტომ, რა თქმა უნდა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უნდა დაესწროს ამ ღონისძიებას“, — განაცხადა მ.
2023 წლის იანვრიდან აგვისტომდე პერიოდში, ლიეტუვა, საქართველო და ლატვია რუსეთში ღვინის ექსპორტის ლიდერები არიან და უსწრებენ ისეთ ქვეყანას, როგორიცაა იტალია. რვა თვეში რუსეთში 485 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ღვინო შევიდა. ამ თანხის მეოთხედზე მეტი მხოლოდ ლიეტუვაზე მოდის. გასულ წელთან შედარებით ქვეყანამ რუსეთში ექსპორტი 20,6%-ით გაზარდა. საქართველოდან ღვინის იმპორტი 19,4%-ით გაიზარდა და 112,1 მლნ დოლარი შეადგინა, ხოლო ლატვია მესამე ადგილზეა 18,5%-ით და 79,5 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ექსპორტით.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ილია დარჩიაშვილი მონაწილეობას მიიღებს ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც 30 ნოემბერს და 1 დეკემბერს სკოპიეში იმართება. ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარე ქვეყანამ, ჩრდილოეთ მაკედონიამ, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიიწვია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ც. ევროკავშირის სანქციებიდან გამონაკლისის სახით, ბულგარეთმა ნებართვა მისცა ლავროვის თვითმფრინავს თავისი საჰაერო სივრცის გამოსაყენებლად. ში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ეს იქნება სანქცირებული ლავროვის პირველი ვიზიტი ნატოს წევრ ქვეყანაში.
უკრაინამ და ბალტიის ქვეყნებმა ბოიკოტი გამოუცხადეს ეუთოს მინისტერიალს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვისთვის მოსალოდნელი დასწრების გამო.

ასევე დაგაინტერესებთ

რუხაძე: ჩემი სამი შვილი ამერიკაში ცხოვრობს და მუშაობს. მე დასავლეთს ძალიან კარგად ვიცნობ, მეტიც, დასავლური ფულის როლს საქართველოში ძალიან ვაფასებ. მე თვითონ მაქვს თითქმის მილიარდ დოლარამდე ჩამოტანილი ამ ქვეყანაში…