ჩეხეთის საგარეო უწყება – ვულოცავთ სახაროვის პრემიის ლაურეატებს ანდჟეი პოჩობუტსა და მზია ამაღლობელს – დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების დაცვისას მათი სიმამაცე შთამაგონებელია

ვულოცავთ სახაროვის პრემიის ლაურეატებს ანდჟეი პოჩობუტსა და მზია ამაღლობელს , – ასე ეხმაურება ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას მიერ სახაროვის პრემიის გამარჯვებულების გამოცხადებას.
„თავისუფალი მედიისა და ადამიანის უფლებათა დამცველების მხარდაჭერა ჩეხეთის საგარეო პოლიტიკის მთავარი ღირებულებაა. ვულოცავთ 2025 წლის სახაროვის პრემიის ლაურეატებს ანდჟეი პოჩობუტსა და მზია ამაღლობელს. დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების დაცვისას მათი სიმამაცე შთამაგონებელია“, – წერს ჩეხეთის საგარეო უწყება X-ზე.
შეგახსენებთ, პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტები – „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი და ბელარუსი ჟურნალისტი ანდჟეი პოჩობუტი – 2025 წლის სახაროვის პრემიის გამარჯვებულები გახდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”