მზია ამაღლობელი სახაროვის პრემიის ფინალისტთა სიაშია

„ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი სახაროვის პრემიის ფინალისტთა სიაშია, – ინფორმაციას ევროპარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
ევროპარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, საგარეო საქმეთა და განვითარების კომიტეტების წევრებმა სახაროვის პრემიის სამი ფინალისტი დაასახელეს, რომელთა შორის „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელია.
განცხადების თანახმად, ფინალისტთა სიაში არიან: „დაკავებული ჟურნალისტები, რომლებიც თქვენი და ჩვენი თავისუფლებისთვის იბრძვიან, ანდჟეი პოჩობუტი ბელარუსიდან და მზია ამაღლობელი საქართველოდან; ჟურნალისტები და ჰუმანიტარული დახმარების მუშაკები პალესტინასა და ყველა კონფლიქტის ზონაში; სერბი სტუდენტები“.
გამარჯვებული სტრასბურგში, პლენარულ სესიაზე, 23 ოქტომბერს გამოცხადდება. პრემიის გამარჯვებულს 50000 ევრო გადაეცემა და დაჯილდოების ცერემონია 16 დეკემბერს, სტრასბურგში გაიმართება.
ცნობისთვის, სახაროვის სახელობის პრემია 1988 წელს ევროპის პარლამენტის მიერ დაარსდა. ჯილდო ყოველწლიურად ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების, დემოკრატიის განვითარების და კანონის უზენაესობის, საერთაშორისო სამართლის პატივისცემის და უმცირესობის უფლებების დაცვის საკითხებში შეტანილი წვლილისთვის გაიცემა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…