ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რასა იუკნევიჩიენე - ვულოცავ სახაროვის პრემიის ფინალისტთა სიაში შესულ თავისუფლებისთვის მებრძოლ ჟურნალისტებს, მზია ამაღლობელსა და ანდჟეი პოჩობუტს - ისინი ერთი ბრძოლის ორ ფრონტზე დგანან, კრემლის მხარდაჭერილი ტირანიის წინააღმდეგ

რასა იუკნევიჩიენე - ვულოცავ სახაროვის პრემიის ფინალისტთა სიაში შესულ თავისუფლებისთვის მებრძოლ ჟურნალისტებს, მზია ამაღლობელსა და ანდჟეი პოჩობუტს - ისინი ერთი ბრძოლის ორ ფრონტზე დგანან, კრემლის მხარდაჭერილი ტირანიის წინააღმდეგ

ვულოცავ თავისუფლებისთვის მებრძოლ დაკავებულ ჟურნალისტებს, მზია ამაღლობელსა და ანდჟეი პოჩობუტს, - ამის შესახებ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მომხსენებელი, ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე X-ზე წერს.
„ვულოცავ სახაროვის პრემიის ფინალისტთა სიაში შესულ თავისუფლებისთვის მებრძოლ დაკავებულ ჟურნალისტებს, მზია ამაღლობელსა და ანდჟეი პოჩობუტს, რომლებიც „ევროპის სახალხო პარტიის“ ჯგუფმა (EPPGroup) წარადგინა. ისინი ერთი და იმავე ბრძოლის ორ ფრონტზე დგანან: სიმართლისთვის, ღირსებისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის კრემლის მიერ მხარდაჭერილი ტირანიის წინააღმდეგ“, - წერს რასა იუკნევიჩიენე.
შეგახსენებთ, დღეს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა და განვითარების კომიტეტების წევრებმა სახაროვის პრემიის სამი ფინალისტი დაასახელეს. კომიტეტის წევრებმა ფინალისტთა სიაში „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი ბელარუსში დაკავებულ ჟურნალისტთან, ანდჟეი პოჩობუტთან ერთად წარადგინეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.