არქივი7 სექტემბერი, 2025, 15:27
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - პუტინი არის ლაჩარი, რომელიც ქალებსა და ბავშვებს ესხმის თავს - დღეს უკრაინისთვის დახმარების შეწყვეტაზე საუბარი აგრესორის მხარდაჭერას ნიშნავს

პუტინი თავს იკატუნებს, რომ ომის დასრულება სურს, სინამდვილეში კი, რაც შეიძლება მეტი უკრაინელის მოკვლას ცდილობს, - ასე ეხმაურება ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, იან ლიპავსკი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ მასშტაბურ თავდასხმას.
მისი თქმით, პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ 800-ზე მეტი დრონი და რაკეტა გაუშვა, რის შედეგადაც დედა და მისი ორი თვის ბავშვი დაიღუპნენ.
„ლაჩარი, რომელიც ქალებსა და ბავშვებს ესხმის თავს. დღეს უკრაინისთვის დახმარების შეწყვეტაზე საუბარი აგრესორის მხარდაჭერას ნიშნავს“, - წერს ჩეხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.