იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაზე – შობამდე კონკრეტული არაფერი მოხდება

უკრაინაში მშვიდობის მოლოდინს უახლოეს მომავალში აზრი არ აქვს. რუსეთზე გავლენის მოხდენა მხოლოდ ახალ სანქციებს შეუძლია, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ განაცხადა.
მისი მტკიცებით, უკრაინაში მშვიდობის დამყარების პერსპექტივები ჯერ კიდევ შორეულია და რუსეთზე ზეწოლის ერთადერთი ეფექტიანი ინსტრუმენტი, ჯერჯერობით, შეიძლება ახალი ფინანსური სანქციები იყოს.
„დღეს ერთადერთი რეალური ინსტრუმენტი სანქციებია, რომლებიც რუსეთს რესურსებზე წვდომის გზით არმიის დაფინანსების შესაძლებლობას ჩამოართმევს“, – აღნიშნა იტალიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
ტაიანი შობამდე ომის მოგვარების საკითხში რაიმე კონკრეტულ პროგრესს არ პროგნოზირებს.
„ჩემი აზრით, შობამდე კონკრეტული არაფერი მოხდება“, – აღნიშნა იტალიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, იტალია თავის ჯარებს უკრაინის ტერიტორიაზე არ გაგზავნის.
„ამის ნაცვლად, ჩვენ სხვა გზას ვთავაზობთ – ნატო-ს მე-5 მუხლის მსგავსი შეთანხმების დადებას. ეს არის რაციონალური წინადადება, რომელსაც პუტინი პროვოკაციად ვერ ჩათვლის, მაგრამ რომელიც უზრუნველყოფს უკრაინის დამოუკიდებლობას და უსაფრთხოებას“, – განმარტა ტაიანიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

არჩილ გორდულაძე ვახო სანაიას დაკავებაზე: მნიშვნელოვანია, რომ კანონი მოქმედებდეს, კანონი კანონობდეს და პასუხისმგებლობა დაეკისროთ იმ ადამიანებს, რომლებისთვისაც არავითარი მნიშვნელობა არ აქვს სხვა ადამიანის ღირსებას

საია – ვახო სანაიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება საჯარო სივრცეში მოქალაქეთა გამოხატვის არალეგიტიმური შეზღუდვის, ცენზურისა და თვითცენზურის გარემოს შექმნის კიდევ ერთ აშკარა მაგალითს წარმოადგენს