გრიგოლ გეგელია – ცინიზმის მწვერვალია, როცა საგარეო საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ თურმე, მათ გაგზავნეს ესა თუ ის ანგარიში ევროპულ კავშირში – ანგარიში, სავარაუდოდ, არის ცარიელი ფურცლების ერთობლიობა

ცინიზმის მწვერვალია, როდესაც საგარეო საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ თურმე, მათ გაგზავნეს ესა თუ ის ანგარიში ევროპულ კავშირში – წარმოუდგენელია, გაგზავნო ანგარიში, როდესაც არაფერი გაგიკეთებია, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ანგარიში, სავარაუდოდ, არის ცარიელი ფურცლების ერთობლიობა.
„იმ ვითარებაში, როდესაც საქართველოს ე.წ. ხელისუფლებას არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს არცერთი რეფორმის მიმართულებით, რითაც მან პირდაპირი რისკის ქვეშ დააყენა უვიზო რეჟიმის დაკარგვა, ცინიზმის მწვერვალია, როდესაც საგარეო საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ თურმე, მათ გაგზავნეს ესა თუ ის ანგარიში ევროპულ კავშირში. წარმოუდგენელია, გაგზავნო ანგარიში, როდესაც არაფერი გაგიკეთებია. ანგარიში, სავარაუდოდ, არის ცარიელი ფურცლების ერთობლიობა, ისეთივე ცარიელი და უშინაარსო, როგორიც არის “ქართული ოცნების” მომაკვდავი რეჟიმი“, – განაცხადა გეგელიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო