ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ჩეჩნეთის რესპუბლიკისთვის გაწეული სამსახურისთვის" მედლით დაჯილდოვდა რამზან კადიროვის 17 წლის შვილი, ელი

ჩეჩნეთის მეთაურის ვაჟი, 17 წლის ელი კადიროვი (მას ასევე ჰქვია ალი და ზელიმხანი), დაჯილდოვდა მედლით "ჩეჩნეთის რესპუბლიკისთვის გაწეული მომსახურებისთვის". „კავკაზ.რეალიის“ ცნობით, შესაბამის განკარგულებას ხელი რამზან კადიროვმა მოაწერა.

ჩეჩნეთის მთავრობის თავმჯდომარის, მაგომედ დაუდოვის თქმით, ელი კადიროვს ჯილდო გადაეცა "ჩეჩნეთის რესპუბლიკის წინაშე პირადი დამსახურებისთვის, რომელიც დაკავშირებულია ფიზიკური კულტურისა და სპორტის განვითარებასთან." ოფიციალურმა პირმა ელი კადიროვს უწოდა „მრავალმხრივი, განსაკუთრებულად წესიერი და პასუხისმგებლობიანი ადამიანი."

2024 წლის მარტში ელი კადიროვი გახდა რესპუბლიკის კრივის ფედერაციის პრეზიდენტი და სპორტულ კლუბ „ახმატის“ აღმასრულებელი დირექტორი. მაგრამ არ არის ცნობილი, რით არის დაკავებული კადიროვის ვაჟი ამ პოზიციებზე.
ასაკის მიუხედავად, ელი კადიროვი მანამდეც არაერთხელ არის დაჯილდოებული. 2023 წლის მარტში იგი დაჯილდოვდა ორდენით "ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში თავის გამოჩენისთვის“, ხოლო ნოემბერში ელი კადიროვი და მისი ორი ძმა, ახმატი და ადამი, დაჯილდოვდნენ რეგიონის პარლამენტის უმაღლესი ორდენით "დაიმეჰკან სიი" ("სამშობლოს პატივი").
2022 წლის ჩეჩნეთში, ქალაქ ქურჩალოეში, გაიხსნა საბიუჯეტო სახსრებით აშენებული, ფიზიკური კულტურისა და სპორტის კომპლექსი, რომელსაც რამზან კადიროვის 15 წლის ვაჟის, ელი კადიროვის სახელი მიენიჭა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.