ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მოსკოვში, 39 წლის მამაკაცმა ცოლ-შვილი მე-16 სართულის ფანჯრიდან გადააგდო

რუსეთში, მოსკოვში, 39 წლის მამაკაცმა ცოლ-შვილი მე-16 სართულის ფანჯრიდან გადააგდო, ისინი დაიღუპნენ. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, მამაკაცმა საკუთარი საცხოვრებელი სახლის ფანჯრიდან ჯერ ცოლი შემდეგ კი 2 წლამდე ბავშვი გადააგდო, რის შემდეგაც ფანჯრიდან სხვადასხვა ნივთების სროლა დაიწყო.

მამაკაცი ადგილზე მობილიზებულ პოლიციას საცხოვრებელი სახლის კარს არ უღებდა, თუმცა პოლიციამ მისი დაკავება შეძლო.

ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, მიმდინარეობს გამოძიება.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.