ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჩაგივარდათ კოვზი ნაცარში – ზურაბ ქადაგიძე

ერთდღიანი აპოკალიფსი ხომ მოაწყვეთ და 90-იან წლებს ნატრულობდით, რომ საკუთარი პოლიტიკური ეგო დაგეკმაყოფილებინათ?! ჩაგივარდათ კოვზი ნაცარში! – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე საზოგადოება საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა. ქადაგიძის თქმით, ბლუმბერგზე ლარი მყარდება და დროებითი რყევები სტაბილურდება.
მანვე აღნიშნა, რომ საქართველოს სერიოზული რეზერვები გააჩნია და ნებისმიერ დროს აქვს საშუალება, ინტერვენციისა და ხელოვნური პანიკის აღმოფხვრის პრევენციის.
„ერთდღიანი აპოკალიფსი ხომ მოაწყვეთ და 90-იან წლებს ნატრულობდით, რომ საკუთარი პოლიტიკური ეგო დაგეკმაყოფილებინათ?!
ჩაგივარდათ კოვზი ნაცარში! ბლუმბერგზე ლარი მყარდება, დროებითი რყევები სტაბილურდება. მთავარია, რომ საქართველოს სერიოზული რეზერვები გააჩნია და ნებისმიერ დროს აქვს საშუალება, ინტერვენციისა და ხელოვნური პანიკის აღმოფხვრის პრევენციის. სამწუხაროდ, ავარდნა სწრაფად ხდება-ხოლმე და მთავარია, ტენდენცია გადატეხილია“, – წერს ზურაბ ქადაგიძე.
Previous: გამიზნული რყევები ძალიან რთულია სახელმწიფოსათვის და ლოგიკურია როდესაც ქვეყანაში მაღალი ემოციური ფონია, ასეთ დროს ეროვნული ვალუტის გაუფასურება მყისიერად ხდება – სებ-ის ჩარევის შედეგად ლარის კურსმა გამყარება დაიწყო

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.