ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჰე, მოიფიქრეთ რამე ოპოზიციამ, თორემ დაინგრა ოჯახი – ზურაბ ქადაგიძე

ჰე, მოიფიქრეთ რამე ოპოზიციამ, თორემ დაინგრა ოჯახი – ზურაბ ქადაგიძე
„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე გამოცემა Politico-ს სტატიას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, უცხოურ ჩარევებს საარჩევნო კამპანიის მთავარ, საკვანძო საკითხად აქცევს.
ქადაგიძის თქმით, ასეთი ორმაგი სტანდარტებით ხდება, ანტიდასავლური განწყობების გაღვივება და ყველაზე მეტად, ის ევროპელი დეპუტატები და მაღალჩინოსნები ახალისებენ ზემოხსენებულ მავნებლობას, ვინც ლობირებს კოლექტიურ ნაც-მოძრაობას საქართველოში.
„ჰე, მოიფიქრეთ რამე ოპოზიციამ, თორემ დაინგრა ოჯახი… თუ ჯერ “ნარატივს” ელოდებით სათავო ოფისიდან და მერე იმის მიხედვით გამოლაგდებით?! საქართველოში დაწუნებული გამჭვირვალობა, ევროპისთვის საჭიროებას წარმოადგენს?! ასეთი ორმაგი სტანდარტებით ხდება, ანტიდასავლური განწყობების გაღვივება და ყველაზე მეტად, ის ევროპელი დეპუტატები და მაღალჩინოსნები ახალისებენ ზემოხსენებულ მავნებლობას, ვინც ლობირებს კოლექტიურ ნაც-მოძრაობას საქართველოში! თუმცა, ზემოხსენებული ევროპელებიც ისევე დამოკიდებულები არიან სათავო ოფისის დირექტივაზე, როგორც ჩვენი უსამშობლო პოლიტიკოსები. ევროპელი და ქართველი პარაზიტების “ დედა პარტია” რომელიაო, არ მკითხოთ!“ – წერს ზურაბ ქადაგიძე.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.