ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ყოჩაღ სალომე და ნახვამდის – ზურაბ ქადაგიძე

ყოჩაღ სალომე და ნახვამდის – ზურაბ ქადაგიძე
„არავის ჰქონდა მოლოდინი იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილი რაიმე განსაკუთრებულ არგუმენტს დააფიქსირებდა ვეტოს სახით,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე.
მისივე თქმით, არ ეგონა, რომ კანონზე გამჭვირვალობის შესახებ ვეტოს დადებისას პრეზიდენტი ფორმალურ შენიშვნებსაც არ წარმოადგენდა. ყოველივეს კი იმის დასტურად მიიჩნევს, რომ ბუნებაში არ არსებობს გამჭვირვალობის კრიტიკის ჯანსაღი არგუმენტი, გარდა პოლიტიკური ინსინუაციისა.
„უმარტივესი ფორმულირებით – ვეტო არგუმენტირებული შენიშვნაა, რომელსაც პრეზიდენტი იყენებს ამა თუ იმ კანონის გამოქვეყნებამდე. სწორედ ამაზე მიანიშნებდა პრემიერ-მინისტრი, რომ შესაძლებლობა აქვს პრეზიდენტს კანონპროექტზე დეტალური შენიშვნები მოგვაწოდოს ვეტოს სახით და განვიხილოთო…
არავის ჰქონდა მოლოდინი იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილი რაიმე განსაკუთრებულ არგუმენტს დააფიქსირებდა ვეტოს სახით, თუმცა ამ დონის სულელიც თუ აღმოჩნდებოდა, რომ ფორმალურ შენიშვნებს მაინც არ წარმოადგენდა, რაც იმის დადასტურებაა, რასაც ამდენი ხანია ვამბობთ, რომ ბუნებაში არ არსებობს გამჭვირვალობის კრიტიკის ჯანსაღი არგუმენტი, გარდა პოლიტიკური ინსინუაციისა.
სალომე ზურაბიშვილმა კი არანაირი არგუმენტი, მტკიცებულება და მოსაზრება არ წარადგინა და ხბოს აღტყინებით გვახარა – ვეტო დავადეო…
ყოჩაღ სალომე და ნახვამდის, კანონპროექტი უნდა გამოქვეყნდეს არსებული რედაქციით!“ – წერს ზურაბ ქადაგიძე.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.