ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შტორმისა და უამინდობის გამო სტამბოლის აეროპორტიდან 56 რეისი გაუქმდა - დარდანელის სრუტეში გემების მოძრაობა შეჩერდა

სტამბოლში დღეს საღამოს მოსალოდნელი ძლიერი შტორმის გამო Turkish Airlines-მა სტამბოლის აეროპორტიდან 56 რეისი გააუქმა. ინფორმაციას ამის შესახებ Turkish Airlines-ის პრესმდივანი იაჰია უსტუნის ავრცელებს.
ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით, უამინდობის გამო დარდანელის სრუტეში გემების მოძრაობა შეჩერებულია.
სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: „ადგილობრივი დროით 15.15 საათიდან არასასურველი ამინდის გამო დარდანელის სრუტეში გემების მოძრაობა დროებით შეჩერებულია ორივე მიმართულებით.“

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.