არქივი2 დეკემბერი, 2023, 12:09
გერმანიაში, დიდთოვლობის გამო, საჰაერო მიმოსვლა შეფერხდა - მიუნხენის აეროპორტში დღეისთვის დაგეგმილი რამდენიმე რეისი გადაიდო
გერმანიაში დიდთოვლობამ საჰაერო მიმოსვლას პრობლემები შეუქმნა. უამინდობის გამო, ღამის განმავლობაში, მიუნხენის აეროპორტში 160-მდე რეისი გადაიდო.
გადაიდო ან გაუქმდა დღეისთვის დაგეგმილი რეისების უმეტესობაც. დიდთოვლობის გამო, შეფერხებით ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.