ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დიდთოვლობა გერმანიაში - უამინდობის გამო, 760 ფრენა გაუქმდა

სამხრეთ გერმანია დიდთოვლობას ებრძვის. მიუნხენსა და ბავარიის სხვა რეგიონებში შეფერხებულია გადაადგილება, გაუქმდა 760-მდე ფრენა და შეზღუდულია სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობაც. როგორც სინოპტიკოსები ამბობენ, თოვლის სიმაღლემ 40 სანტიმეტრს მიაღწია.

ხელისუფლება მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს და მოგზაურებს აფრთხილებს, რომ ტრანსპორტით გადაადგილება და ფრენა, შესაძლოა, კიდევ შეფერხდეს.

ძლიერი ქარისა და ნალექის გამო, 850-მდე ფრენა გაუქმდა ნიდერლანდების აეროპორტებშიც. გაუქმებული ფრენების უმეტესობა შიდა ევროპულ გადაადგილებას შეეხო. გრძელ მანძილზე ფრენები, ჯერჯერობით, ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.