შს მინისტრის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ღობეს დამატებითი ექსპერტიზა ჩაუტარდა და ჭრის კვალი არ დადასტურდა

შს მინისტრის გელა გელაძის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ღობეს დამატებითი ექსპერტიზა ჩაუტარდა და ჭრის კვალი არ დადასტურდა.
მისივე თქმით, ღობე ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად დაზიანდა.
„ამაზე საუბარია უხერხულია კიდეც და სასაცილო. ჩვენ დამატებითი ექსპერტიზა დავნიშნეთ. კითხვის სახით დავსვით, ჰქონდა თუ არა ჯებირებს ჭრის კვალი.
რეალურად ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად წარმოიქმნა დაზიანებები, რაც არის. ჭრის კვალი არ აღინიშნება. დამატებითი ექსპერტიზის პასუხები უკვე არსებობს“, – განაცხადა მინისტრმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე.

ასევე დაგაინტერესებთ

დეკანოზი საბა ჭიკაიძე: ვინც ცდილობს, რომ დააკნინოს, დაამციროს სიწმინდე, ასეთ ადამიანს ღირებულებების კრიზისი აქვს – საპასუხო კომენტარიც და აღშფოთებაც უნდა იყოს ზომიერი, ისეთი, როგორც ქრისტიანს შეეფერება