ლევან მაჭავარიანი – ლაპარაკი იმაზე, რომ ვიღაცამ პრეზიდენტის სასახლის ღობე გადაქლიბა, სასაცილოც აღარ არის – მე ვიდექი 3-ში იქ და ვქლიბავდი სასახლის ღობეს

ლაპარაკი იმაზე, რომ ვიღაცამ პრეზიდენტის სასახლის ღობე გადაქლიბა, სასაცილოც აღარ არის – მე ვიდექი 3-ში იქ და ვქლიბავდი სასახლის ღობეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, ტრაგიკული მდგომარეობაა, როდესაც ძალადობის გამართლებას იმით ცდილობენ, რომ „ღობე ისედაც მორყეული იყო“.
„ეს სასაცილოა. გადაჭრილი ღობე… მე ვიდექი და ვქლიბავდი სასახლის ღობეს. მე ვიყავი 3-ში ქლიბით ხელში და მთელი ღამე მოვანდომე, მერე მეგობრებიც დავიხმარე, მარტო ვერ მოვერიე და გადავქლიბეთ. იმდენად უტოპიურ შეთქმულების თეორიაში ხართ შესული… ეს არის კომიკური. მე არ ვიცი უკვე, რა მდგომარეობაში იმყოფება კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, როდესაც ასეთ შეთქმულების თეორიაში არიან შესულები. ჩვენ იქ ვნახეთ დამხობის მცდელობა, შევარდნილი ხალხი, რომელიც ძალადობდა. ჩვენ იქ ვნახეთ ძალიან ცუდი კადრები. 15-მდე დაშავებული პოლიციელი და შესაბამისად, იმაზე ლაპარაკი, რომ ვიღაცამ ღობე გადაქლიბა, სასაცილოც აღარ არის,“ – განაცხადა მაჭავარიანმა.
კითხვაზე, „როგორ შეიძლება 3 ადამიანს 3 წამში გადაენგრია ღობე“, მაჭავარიანი ამბობს: „ჯანზე იყვნენ ეტყობა, სერიოზული კომენტარის გაკეთება შეუძლებელია“.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…