ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტის სასახლის ღობე იყო ჩვეულებრივ მდგომარეობაში - შეგიძლიათ ჩაატაროთ საგამოძიებო ექსპერიმენტი, ნებისმიერ რკინის ღობეს იგივე რაოდენობის ადამიანებით მიადგეთ და გადაანგრევთ

ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტის სასახლის ღობე იყო ჩვეულებრივ მდგომარეობაში - შეგიძლიათ ჩაატაროთ საგამოძიებო ექსპერიმენტი, ნებისმიერ რკინის ღობეს იგივე რაოდენობის ადამიანებით მიადგეთ და გადაანგრევთ

პრეზიდენტის სასახლის ღობე იყო ჩვეულებრივ მდგომარეობაში - შეგიძლიათ ჩაატაროთ საგამოძიებო ექსპერიმენტი, ნებისმიერ რკინის ღობეს იგივე რაოდენობის ადამიანებით მიადგეთ და გადაანგრევთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„მე გირჩევთ ამ აბსურდიდან გამოხვიდეთ. მართლა საოცრებაა, რასაც ცდილობთ. ჯებირი იყო ჩვეულებრივ მდგომარეობაში, შეგიძლიათ ჩაატაროთ საგამოძიებო ექსპერიმენტი. შეგიძლიათ, ნებისმიერ რკინის ღობეს მიადგეთ იგივე რაოდენობის ადამიანებით და ნებისმიერი მსგავსი ზომის ჭიშკარს გადაანგრევთ. ეს არის საგამოძიებო ექსპერიმენტი და რაზე გინდათ რომ ვისაუბროთ?!“ - განაცხადა კობახიძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, „4 წამში?“ კობახიძე პასუხობს: „კი, რა თქმა უნდა. რამდენიც იქ იყო საკმარისია იმისათვის, რომ ნებისმიერი ასეთი ბარიერი გადაანგრიოს“.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.