შსს-ს ცნობით, დაკავებულია ორი პირი, რომლებიც საპროტესტო მარშის მონაწილეთა ნაწილს თავს დაესხნენ

საზოგადოებრივი მაუწყებლიდან პარლამენტის მიმართულებით მოძრავი საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებს ორი პირი თავს დაესხა.
შსს-ს ინფორმაციით, 1992 წელს დაბადებული ა.ს. და 1989 წელს დაბადებული ნ.ჭ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაკავებულები არიან საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე.
მსვლელობა დღეს რეჟიმის ტყვეების მხარდასაჭერად იმართებოდა და მოშიმშილე თემურ ქათამაძეს ეძღვნებოდა.
მომხდარის შესახებ ვიდეოები სოციალური ქსელში თვითმხილველებმა გაავრცელეს. შემთხვევა ფილარმონიასთან ახლოს, კოსტავას ქუჩაზე მოხდა.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ორი პირი მსუბუქი ავტომობილიდან გადმოვიდა და მარშის მონაწილეებზე მაჩეტესებრი იარაღითა და ბეისბოლის ბიტით გაიწიეს.
მოგვიანებით ისინი ტერიტორიას გაეცალნენ. არც პოლიციას და არც სამართალდამცველი უწყებების სხვა წარმომადგენლებს, რომლებიც მარშის მონაწილეებს დაბურულმინებიანი შკოდებით დაჰყვებიან, რეაგირება არ ჰქონიათ. მეტიც, ერთ-ერთი შემსწრე ჰყვება, რომ „მილიციელმა, გიორგი მამუჩიშვილმა აქტივისტებზე თავდამსხმელ ტიპებს მაჩეტე უკან დაუბრუნა და გაუშვა“.

ასევე დაგაინტერესებთ

თინათინ ბოლოკაძე: მაშინ, როცა ქოცები ევროკავშირს მეორე საბჭოთა კავშირს, დიფ სთეითს, მტრებს და ქართველობის წამრთმევებს ეძახიან, ჩვენი მეზობლები ყოველდღიურად ამტკიცებენ საპირისპიროს. ვითარდებიან, რუსული მარწუხებისგან თავისუფლდებიან და დემოკრატიული ინსტიტუტების ნაწილი ხდებიან

თეიმურაზ პაპასქირი – ოპოზიციის ციხეში ჩასმა ივანიშვილს სავაჭროდ უნდა, ფსონს წევს, ეს ისწავლა საკუთარი პატრონისგან, მოსკოვისგან – „საბოტაჟის საქმე“ ცრუ მოწმეებითაა სავსე და როცა ხელისუფლება შეიცვლება, ყველა პასუხს აგებს, პროკურორიც და მოსამართლეც