ადმინისტრაციული წესით დააკავეს საპროტესტო მარშის მონაწილეებზე თავდამსხმელები

დააკავეს ორი პირი, რომლებიც დღეს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობიდან წამოსული საპროტესტო მარშის მონაწილეებს თავს დაესხნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე 1992 წელს დაბადებული ა.ს. და 1989 წელს დაბადებული ნ.ჭ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დააკავეს.

კადრებში ჩანს, რომ თავდამსხმელთაგან ერთს ბასრი საგანი ეჭირა, თვითმხილველი „პუბლიკასთან“ ყვება, რომ მეორე პირს ხელკეტი ჰქონდა.

„ორი ტიპი იყო გადმომხტარი, იწევდნენ ჩვენკენ, იგინებოდნენ, ჩვენები ცდილობდნენ, რომ მშვიდობიანად ჩაესვათ მანქანაში და გაეშვათ, მაგრამ გადმოხტნენ, ერთმა იარაღი გადმოიტანა, ძალიან დიდი დანა იყო, „მაჩეტე“ ალბათ, მეორე „დუბინკით“, გამოიწია ჩვენკენ, ურტყამდნენ, მერე ისევ ხალხმა ძალით ჩასვა მანქანაში და გაუშვა. […] უკან დავინახეთ, რომ შსს-ს თეთრი მანქანები რომაა, ეგ იყო, ისე გამოვიდა, რომ თითქოს ესკორტი გაუკეთა ამ მოძალადეების მანქანას“, – ყვება ნინა ჟორჟოლაძე „პუბლიკასთან“.

ასევე დაგაინტერესებთ

ია კვანტალიანი – ვწყვეტ თამაზ ელიზბარაშვილის დაცვას – საქმის მასალებმა გამოავლინა გარემოებები და პოზიციური აცდენა, რაც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ჩემს პროფესიულ ეთიკასა და პრინციპებს

ზურაბ ჯაფარიძე: ზელეგიტიმურები ამჯერად რომელიმე ლიდერთან სიახლოვეში გადაღებული ფოტოებით ცდილობენ გვაჩვენონ რომ იზოლაცია გარღვეულია და ისინი მიღებული არიან ცივილიზებულ საზოგადოებაში

ნიკოლოზ რაჭველი: იმდენად მივეჩვიე და საკუთარ თავზეც იმდენჯერ გამოვცადე, რომ თავიდან საერთოდ ვერ აღვიქვი განსაკუთრებულ მოვლენად, მაგრამ თამრიკოს (დედის) ვიდეო მიმართვამ ძალიან დამთრგუნა…